პროექტის სახელი: ნარკომანია
პროექტის მოკლე აღწერა :მოზარდმა გაათვითცნობიეროს, თუ რა არის ჯანსაღი საზოგადოება და გაიაზროს, რომ აუცილებლად უნდა იყოს ჯანსაღი, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად, რათა გახდეს ჯანსაღი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი.
პროექტის სრული აღწერა:დღეს გლობალური კატაკლიზმების პირობებში, მაშინ როდესაც ადამიანს უამრავი საფრთხე ემუქრება, მწვავედ დგება ადამიანის არსებობის პრობლემა. ამ სერიოზულ პრობლემას აღრმავებს და ხელს უწყობს მავნე ჩვევები, რაც ჩვენს ქვეყანაში მწვავე პრობლემად დგას და რეალურ საშიშროებას უქმნის ჩვენს ერს. მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია, თუ რაოდენ საშიშია მავნე ჩვევების შეძენა და მათი წესად დამკვიდრება, რამდენი უარყოფითის მოტანა შეუძლია მათ ადამინაებისათვის, როგორ უშლის ხელს იცხოვროს უსაფრთხოდ, იყოს ბედნიერი, წარმოუდგინოს საშიშროება იმისა, თუ რამდენად ხდება პიროვნება დამოკიდებული მაგ ნარკოტიკზე, მივიყვანოთ იმ დასკვნამდე, რომ დასაწყისშივე უარი თქვას მავნე ჩვევებზე, უფრო მეტიც ჩაერთოს მის წინააღმდეგ გამართულ მოძრაობებში.
მონაწილეთა ასაკი/კლასები: 13–17 წელი/მე–7 მე–11 კლასები
ვადები/ხანგრძლივობა: 2009 წლის ნოემბერი, დეკემბერი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალების მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით, დისკუსიის გამართვა, შეხვედრები ნარკომანებთან და განკურნებულ ნარკომანებთან, სამართალდამცავ ორგანოს მუშაკებთან, იურისტებთან, ფსიქოლოგებთან, ექიმებთან. მუშა ჯგუფებში, შემდეგ კი სკოლის კონტიგენტთანლექცია-საუბრები, პრეზენტაციის მოწყობა, ბუკლეტების , სკოლის გაზეთის შექმნა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: გაზეთი, ბუკლეტი, ფოტოალბომი, სპექტაკლი, აქცია, ვიდეო მასალა, პლაკატები, ჩანახატები, ბლოგი შექმნილი მასალის მიხედვით, ვებ საიტი.
სარგებელი სხვებისთვის: ეს პროპაგანდა ეფექტურია ბავშვობის ასაკიდანვე, სწორედ მაშინ, როცა მავნე ჩვევებისადმი მიდრეკილება აქტიურია. ჩვენს თანატოლებს გავუღვივებთ სურვილს უარი თქვან მავნე ჩვევებზე და იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული -სხვადასხვა საშუალებებით ინტერნეტი, ბიბლიოთეკა. . . სარგებლობის ჩვევების ჩამოყალიბება, მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში და პრეზენტაციაში მონაწილეობა.
ხელოვნება - წარმოშობილი იდეების ნამუშევარში გადმოცემა, მონაწილეობა სხვადასხვა სახის ღონისძიებებში, ფოტოების, ბუკლეტების, რეკლამის, ნახატების გამოფენა.
უცხო ენა- მოსწავლე მოიპოვებს მისთვის საჭირო ინფორმაციას უცხო ენაზე, თარგმნის, აყალიბებს აზრს.
საინფორმაციო ტექნოლოგიები-ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, გაცვლა, ისტ-ის საშუალებების მოხმარების დემონსტრირება, ელექტრონულ ფორმატში არსებული რესურსების განთავსება.
ელ-ფოსტა :picxela29@gmail.com